http://www.radtavilkmrh7dkvzna2ctgbm676rjraxqmkglci5lnvfh7goiuts6qd.onion/a/31780043.html
თვითონ რუს მილიარდერს განმარტება არ გაუკეთებია, არც თავის როლზე მოლაპარაკების პროცესში და არც იმაზე, თუ საერთოდ რატომ მონაწილეობს ამ რთულ და, როგორც The Wall Street Journal-ი და გამოცემა Bellingcat-ი ამტკიცებენ, სიცოცხლისთვის სახიფათო პროცესში. რომან აბრამოვიჩის ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არაერთმა ავტორიტეტიანმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა, თუმცა ეს ფაქტი არ დაადასტურეს არც აშშ-ის დაზვერვამ და არც ოფიციალურმა კიევმა.