http://www.radtavilkmrh7dkvzna2ctgbm676rjraxqmkglci5lnvfh7goiuts6qd.onion/a/31781895.html
თითქოს რუსული ტელევიზიის ეკრანიდან გადმოვიდნენ: ისინი მართლაც ჰყვებიან, რომ აქ ომი კი არა, სპეცოპერაციაა, რომ აქ მხოლოდ სამხედრო აეროდრომებსა და სხვა ამგვარ ობიექტებს ურტყამენ და არაფერს ამბობენ დაღუპულებზე, ან იმაზე, რომ ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებს, სამშობიაროებს, საავადმყოფოებს, რომ უკვე 150-ზე მეტი ბავშვია დაღუპული - ეს ყველაფერი მათთვის არ არსებობს. ისინი გაიძახიან, რომ ეს ყველაფერი არ ხდება, გამორთეთ უკრაინული ტელევიზიაო.